ქუთაისში ტრადიციული ალილო მერიის შენობიდან დაიწყო

ქუთაისში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. ალილოს მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ. საახალწლო კალათები ალილოს მომლოცველებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ გადასცეს. ,,ალილო კარგი ტრადიციაა რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.ალილოს მომლოცველები მსვლელობას ქალაქის რამდენიმე უბანში განაგრძობენ და ის ნობათი რომელიც შეგროვდება, მოხუცთა თავშესაფარსა და შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ქუთათელ-გაენათის ეპარქიის წარმომადგენლები და საბავშვო ფოლკლორული ანსაბლი ,,ნაი ნაი " . მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, მადლიერების სახლისა და დღის ცენტრების ბენეფიციარებს გადაეცემათ. ალილოს მომლოცველები ქუთაისის მერიაშიც მოვიდნენ. ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს შობის დღე მიულოცეს. ალილოს გალობის შემდეგ ყველა მოსწავლე ადგილობრივმა მთავრობამ საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრა.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქ ...
2018-01-23 11
თაბუკაშვილის ქუჩაზე 36-ე სკოლამდე მ ...
2018-01-23 12
წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოებ ...
2018-01-23 23
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2018 ...
2018-01-23 44
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ქუთაისში სა ...
2018-01-22 35
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text