ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. „ლჯ და კო“ - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მაჟორიტარი დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქუთაისის მერმა კლინიკის ხელმძღვანელებს ზაზა ლომინაძესა და შალვა ჯიქიას ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება გადასცა. კოტე გვეტაძეს და ამირან ჭეიშვილს მერიის საპატიო სიგელი. სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ტუბერკულოზის, ისე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პაციენტთა შემდგომი ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი. ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატაა გამოყოფილი. ცენტრი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილზე ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორიაა მოწყობილი. მისი საშუალებით, ადგილზე ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ინფექციური ნარჩენების თერმულად დასამუშავებლად კი, თანამედროვე ინსინერატორია მოწყობილი. სამედიცინო მიმართულებასთან ერთად კლინიკას სასწავლო ფუნქციაც ექნება. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები რეგიონში დასაქმებულ სპეციალისტებს გადაამზადებენ. დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე ახალი კლინიკის მოსაწყობად ,,ლჯ და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ცენტრში 180 თანამშრომელი დასაქმდა. ადგილზე სამედიცინო სერვისების მიღებას როგორც იმერეთის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს. კლინიკა ჩხობაძის #20-ში მდებარეობს.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 18
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 46
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 173
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 123
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 269
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text