ფოტოკონკურსი

2007 წლიდან ქუთაისში შემოდგომა "ილოს" დროა! დრო, როდესაც ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში მცხოვრები ფოტოგრაფები და მოყვარულები და უბრალოდ ადამიანები, ვისაც მეტის დანახვა შეუძლია იწყებენ მზადებას ახალი კონკურსისთვის და საკუთარი ფოტოარქივების კრიტიკული თვალით გადახედვას! ფოტოკონკურსი "ილო" 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო. გვიხარია, რომ არსებობის მანძილზე ჩვენმა ფოტოკონკურსმა მრავალი ნიჭიერი ფოტოგრაფი გამოავლინა და "ილო" ქუთაისისთვისკარგ და კეთილ ტრადიციად იქცა, "ილო 2017" საკონკურსო პირობები კი ასეთია: ფოტოკონკურსის თემა: ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი. პრემია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა არის „ქუთაისი - ქალაქი, რომელიც მიყვარს“ - ფოტოგრაფიის მეშვეობით გადმოცემული თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან - მისი ხასიათი და კოლორიტი, ადამიანები და შენობები. კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი ) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო. საავტორო უფლება უდნა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის. ფოტოკონკურსის პრემიები ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია პირველი პრემია - 800 ლარი მეორე პრემია - 600 ლარი მესამე პრემია - 500 ლარი პუბლიკის სიმპატიის პრიზი - 100 ლარი ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად გადაეცემათ: • I ადგილის პრიზი (ილოს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება) • II ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება) • III ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება) კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება. გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები. ფოტოკონკურსზე წარსადგენი მასალა: 1. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან (ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ilokutaisi2011@gmail.com 2. გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi შენიშვნა: ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ის ფაილები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილედ. . გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. ასევე გათვალისწინებული იქნება: - თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა; -ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა; -კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი შენიშვნა: შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონკურსის ორგანიზატორებისგან შეტყობინებას მიიღებენ ასევე კონკურსის ის მონაწილეებიც , რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ რომელთა ნამუშევრებიც ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო გამოფენაში იქნება წარმოდგენილი. ფოტოკონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი 1. კონკურსი გამოცხადდება: 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 2. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე 3. შედეგები გამოცხადდება: 2017 წლის 7 ნოემბერს. ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები 1. პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 2. ფოტოკონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი. 3. კონკურსში წარმოდგენილი მასალის (ციფრული ფაილის)ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებს წარმომდგენი/კონკურსში მონაწილე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზ: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული,ოთახი №212. ტელეფონები: 24 58 47; 24 96 35 ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ilokutaisi2011@gmail.com


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 6
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 132
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 210
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 182
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 205
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text