ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა, თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი სრული დატვირთვით მუშაობს. უმეთვალყურეოდ დარჩენილი თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა თავშესაფარი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.. ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ააიპ ,,სპეციალური სერვისების" დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო. ე.წ. მაწანწალა ძაღლების საკითხი ქუთაისში წლების განმვალობაში მოუგვარებელი იყო. თავშესაფარში ასევე არის ფასიანია მომსახურეობა რაც ძაღლების დროებით მოვლა პატრონობას სხვა ითვალისწინებს. თავშესაფარში ფუნქციონირებს თანამედროვე ტიპის ლაბორატორია და ქირურგიული კაბინეტი. ხდება ცხოველის აცრა და მკურნალობა. მაღალკვალიფიციური კინოლოგები ცხოველების გაწვრთნაზე მუშაობენ. ,, ეს არის ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემის ცივილიზებული გზით მოგვარება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ეს თავშესაფარი და დღეს ის სრული დატვირთვით მუშაობს. აუცილებელია ცხოველს ჰქონდეს შესაბამისი პირობები და არ შეიძლება მას დაუდევრად მოეპყრო. თუ კი თავშესაფარში ცხოველების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს ჩვენ მის გაფართოებაზეც ვიფიქრებთ. საუკეთესო ვეტერინარების მეშვეობით ბევრ ცხოველს სიცოცხლე შეუნარჩუნდა."-აღნიშნა შოთა მურღულიამ


ბოლო სიახლეები

ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურულ ...
2017-08-15 54
ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურ ...
2017-08-12 68
ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალურ ...
2017-08-09 107
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 ...
2017-08-08 110
ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დ ...
2017-08-02 164
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text