ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა

დღეს ქუთაისში მცხოვრებ ქეთევან კიკნაძეს 103 წელი შეუსრულდა. მხცოვან ქალბატონს ქუთაისის მერი შოთა მურღულია სახლში ესტუმრა და დაბადების დღე სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად მიულოცა. იუბილარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად ათასი ლარი გადაეცა. „ჩვენ ქუთაისში მცხოვრებ ას წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს ვულოცავთ დაბადების დღეს. ხანდაზმული თანაქალაქელებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ. დღევანდელ იუბილარს, ქალბატონ ქეთევანს კი კიდევ მრავალი წლის მატებას ვუსურვებთ“- განაცხადა ქუთაისის მერმა.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 18
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 46
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 173
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 123
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 269
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text