ქუთაისის მერიასა და საერთასორისო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს ქუთაისის მერიაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ქუთაისსა და წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა „ ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ იყო. პროექტს მიგრაციის ბიურო „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო“ პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ ახორციელებს. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს. ქუთაისის მერმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია ხელმომწერ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის და მათთვის სახელმწიფო, მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 18
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 46
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 173
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 123
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 269
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text