უკრაინელი ბავშვები ქუთაისის მერს შეხვდნენ

ქუთაისის მერიის ორგანიზებით უკრაინიდან კერძოდ ქალაქ ჟიტომირიდან ქუთაისში 25 მოზარდი იმყოფება. ისინი დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე მერს უკრაინის დროშა აჩუქეს . ბავშვები დაბა ურეკში , ბანაკში ისვენებენ. ქართველ თანატოლებთან ერთად ურეკში ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ქალაქ ჟიტომირის ბავშვები, რომლებიც ქუთაისში მოიპატიჟეს ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა შვილები არიან. უკრაინის ქალაქი ჟიტომირი და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქებია. აღნიშნული პროექტიც ამ ურთიერთობების ფარგლებში განხორციელდა. დელეგაციას მერიის ადმინისტრაციული სამსახური მასპინძლობს. სტუმრები დღესვე რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 18
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 46
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 173
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 123
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 269
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text