ქუთაისის მერმა სოციალური საცხოვრისის ეზოს მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულდა. ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც 289 000 ლარი ჯდება.  მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე 4000კვ.მ დაწნეხილი ფილები იგება. ეზოსთან ახლოს ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.  სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო შემთხვევაა. შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება.  ფართები  იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მოქალაქის  მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებს.   კომისია ახლო მომავალში დაასრულებს მუშაობას , რის შემდეგაც დაიწყება შესახლების პროცესი.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში რეპრესირებულთა დღე აღნიშნე ...
2017-07-22 16
ქუთაისში მინი მოედნების მოწყობა-რეა ...
2017-07-21 24
მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ქუთ ...
2017-07-17 85
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონ ...
2017-07-14 113
საერთაშორისო კონფერენცია „დეცენტრალ ...
2017-07-14 89
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text