ქუთაისის მერმა მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ის მონაწილეები მერიის სხდომათა დარბაზში მიიღო. ქალაქის მერმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ქუთაისის მასშტაბით მოსწავლეთა მონაწილეობით ოლიმპიადა ქართულ ხალხურ ცეკვაში, ხალხურ სიმღერაში, ესტრადაში, ზეპირსიტყვიერებასა და სახვითი ხელოვნების ჟანრებში ჩატარდა. .ოლიმპიადაში მონაწილეობდა 24 სკოლა და გენერალ გ.კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრები დედაქალაქიდან სპეციალურად მოიწვიეს. „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა“ მომავალ წელსაც გაიმართება.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში ახალი საახალწლო განათებები ...
2017-12-14 8
არჩილ კოსტავას მემორიალური დაფის გა ...
2017-12-12 44
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ...
2017-12-08 167
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრ ...
2017-12-08 115
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა–ბაღების ხე ...
2017-12-04 258
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text