სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა „წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვე პროგრამა“, რომლის მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენა. წელს ოქროს მედლები გადაეცემა საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს, რომელთაც სკოლა 2015-2016 სასწავლო წელს დაასრულეს. მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია. ქუთაისის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვეს. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურულ ...
2017-08-15 36
ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურ ...
2017-08-12 56
ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალურ ...
2017-08-09 94
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 ...
2017-08-08 102
ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დ ...
2017-08-02 152
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text