შოთა მურღულიამ ევროკავშირის ახალი ინიციატივას მოაწერა ხელი

დღეს, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ევროკავშირის ახალი ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბში გაწევრიანების შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეხვედრას მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე , ეკონომიკური სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, ვიცე გუბერნატორები: პაატა ნადირაძე და იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ. ღონისძიება ევროკავშირის ახალი ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ დაიწყო 2017 წლის იანვარში და გრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე. მისი მიზანია: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა რათა მოხდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, შეიქმნას პირობები კერძო სექტორის განვითარებისათვის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების ზრდისთვის. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადგილობრივი ოფისების მეშვეობით. დაინტერესებულ მხარეებს პროექტი სთავაზობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში. აგრეთვე, სხვადასხვა ინფორმაციას, ტრენინგებსა და ექსპერტულ დახმარებას საჭიროების მიხედვით.


ბოლო სიახლეები

ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურულ ...
2017-08-15 36
ქუთაისის ბაგა-ბაღებში ინფრასტრუქტურ ...
2017-08-12 56
ქუთაისის მერმა ცხოველთა მუნიციპალურ ...
2017-08-09 94
ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 ...
2017-08-08 102
ქუთაისის მერმა 103 წლის ქალბატონს დ ...
2017-08-02 152
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text