ქუთაისის მერი მარათონში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა

,,სიცოცხლე მოძრაობაა“ - ამ სახელწოდებით ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარათონი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში ქუთაისის 28 სკოლის 167 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. მოსწავლეთა მხარდასაჭერად მათთან ერთად გარბენში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ოფიცრები და სერჟანტები. მარათონის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - ჯემალ ბერეკაშვილი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; II ადგილი - ჯიმი ენუქიძე - ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლა; III ადგილი - რევაზ ქვაჩაკიძე - ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლა. გამარჯვებულ მოსწავლეებს დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეხვდა. მათ დიპლომები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ, ფინიშის ხაზთან მისულ ყველა მონაწილეს კი- სიგელები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველაზე პატარა მონაწილემ, რვა წლის გიორგი ბაბუნაშვილმა, სრულად დაფარა მარათონისთვის განკუთვნილი დისტანცია. მარათონის ორგანიზატორი გახლდათ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, მხარდამჭერი კი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,სპორტის,განათლების,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.


ბოლო სიახლეები

ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 47
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 153
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 233
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 210
პირველი აუტსორსული კომპანიის “ჯორჯი ...
2017-09-29 233
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text