ქუთაისში ქართული ენის დღე აღინიშნა

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა კალიგრაფისტთა კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კალიგრაფისტთა კონკურსი, მ/წ 8 აპრილს მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა. მასში საჯარო და კერძო სკოლების 48 პედაგოგი და 65 მოსწავლე იყო ჩართული. გამარჯვებული 5 პედაგოგი და 5 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც სიგელებით და თანხით დაჯილდოვდნენ. კონკურსი წელს უკვე მესამედ გაიმართა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის ინდივიდუალიზმის პოპულარიზებაა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.


ბოლო სიახლეები

დასუფთავების აქცია ქუთაისში დედამიწ ...
2017-04-21 39
გვირილობა 2017 პროგრამა ...
2017-04-21 104
ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარ ...
2017-04-19 50
ქუთაისში სომხეთის გენერალური კონსულ ...
2017-04-19 50
ქუთაისში ქართული ენის დღე აღინიშნა ...
2017-04-14 96
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text