შოთა მურღულია
ქალაქის მერი
დაბადების თარიღი: 1979 წლის 21 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი ქალიშვილი.
ელ. ფოსტა:

შოთა მურღულიამ დაამთავრა ქუთაისის #1 კლასიკური გიმნაზია. 1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

1999 წელს გაცვლითი პროგრამით გააგრძელა სწავლა გერმანიაში, ლუნებურგში FH Nordostniedersachsen. სწავლასთან ერთად გაიარა სტაჟირება ბანკში Volksbank Paderborn, გერმანიაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ პალატაში.

2001-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

2002-2012 წლებში შოთა მურღულია მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად.

2002-2007 წლებში Robert-Bosch-ის ფონდის დაფინანსებით ეწეოდა პედაგოგიურმოღვაწეობას (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), რასაც დღემდე აგრძელებს.

2012 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის 5 მაისამდე ის ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა.

2014 წლიდან დღემდე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი

ბოლო სიახლეები

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქ ...
2017-03-29 13
ქუთაისის მერიის განათლების განყოფილ ...
2017-03-28 38
ქუთაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდ ...
2017-03-28 39
ქუთაისის მერიის სიციალურ საკითხა სა ...
2017-03-27 59
ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ...
2017-03-27 61
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text