ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

სულხან-საბას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

24 დეკემბერი, 2019

ქუთაისს სულ მალე კიდევ ერთი სკვერი შეემატება. ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერი კეთდება. სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიუ სთაილი“.

სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოების ღირებულებაა 485 113 ლარი და იგი 2020 წლის მარტში დასრულდება. სკვერის კეთილმოწყობის სამუშაო პროცესს ქუთაისი მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად გაეცნო.

ქალაქის მერის განცხადებით 2-ივე სკვერის მშენებლობა მალე დასრულდება, ხოლო მომდევნო წელს ქალაქში კიდევ რამდენიმე ახალი სკვერი მოეწყობა.

გააზიარე