ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა

8 ოქტომბერი, 2020

ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ქუთაისში შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ქუთაისის მერიაში შშმ პირების პროექტებისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი. შეხვედრაზე აღნიშნული თანხის განკარგვაზეც იმსჯელეს. ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომები პერიოდულად იმართება.

გააზიარე