ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა

3 აგვისტო, 2018

ქუთაისის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ხელმძღვანელობდა.სხდომაზე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლებს მოუსმინეს, რომლებმაც რეაბილიტაციისა და თერაპიის კურსებზე ისაუბრეს და ამ კუთხით საჭირო დაფინანსებაზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქუთაისის საბავშვო ბაღებში ადრეული ინტერვენციის პროგრამაზე დაფუძნებული, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მოდელზე.

საბჭოს სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო უნივერსალური ადაპტირებული დიზაინის სტანდარტების გათვალისწინების საკითხს, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე მოხდა 2019 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი წინადადებების მოსმენა.

გააზიარე