ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

შპს ,,ამბიკონ სტილსი" ქუთაისში 30 ოჯახს დაეხმარა

8 მაისი, 2020

ქუთაისში გრძელდება საკვები პროდუქტების დარიგება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ვაკისუბნისა და სულხან- საბას მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად, დღესაც რამდენიმე ოჯახში მიიტანა სასურსათო ამანათი.

თითოეული ოჯახისთვის 250 ლარის ღირებულების პროდუქტი შპს „ამბიკონ სტილსმა“ საკუთარი ინიციატივით შეიძინა.

„ კერძო კომპანიების თანადგომით დღემდე ბევრ ჩვენ თანაქალაქელს დავეხმარეთ. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა , პანდემიასთან ბრძოლის პირველივე დღიდან , განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს იმ ადამიანების და ოჯახების მიმართ, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩა და მათ პირველადი მოთხოვნის საკვებით პერიოდულად ამარაგებს“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

სასურსათო ამანათები ამჯერად ავანგარდის დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.

გააზიარე