შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა
--------------------------------------------------------
პროგრამის მიზანია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ქალაქ ქუთაისში მოქმედი 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით დღის ცენტრების კომუნალური ხარჯების დაფინანსება/თანადაფინანსება.
2019 წლის განმავლობაში დაფინანსება /თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებისა და ქვითრების შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ზამთრის თვეებში (იანვარი, თებერვალი, დეკემბერი) თვეში არაუმეტეს 2400 ლარისა. ხოლო დანარჩენ თვეებში, თვეში არაუმეტეს 1200 ლარისა, რომელიც თანაბრად გადანაწილდება დაფინანსების მთხოვნელ ორგანიზაციებზე.