ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

შეხვედრა მოსახლეობასთან უქიმერიონის ოლქში

25 სექტემბერი, 2019

ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ერემეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ვიცე მერი ამჯერად პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან და საკრებულოში უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარ ამირან კოპალეიშვილთან ერთად, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე განხილული იყო ის პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა დროულად მოითხოვს.

მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა. შეხვედრების ისევ გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის 12-ივე ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდება.

გააზიარე