ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი ეფექტური მმართველობისთვის

31 ივლისი, 2018

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრა გამართეს,რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსებმა და მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მიიღეს. პრეზენტაცია, შიდა აუდიტის გაძლიერებასა და მხარდაჭერას გულისხმობს. რეფორმის სახელწოდებაა ,,საქართველოში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლი ეფექტური მმართველობისთვის“. რეფორმის განხორციელება 2010 წლიდან დაიწყო და მან ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი უნდა მოიცვას. რეფორმის მიხედვით ადგილობრივ თვითმმართველობებში შიდა აუდიტის სამსახურის ქმედითობის გაზრდა იგეგმება.

გააზიარე