სარიტუალო დახმარება
--------------------------------------------------------
ემსახურება საქართველოს კანონებით: „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ გათვალისწინებული ვალდებულებების დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებას. განიხილება ქუთაისში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანის დასაფლავების ხარჯების გაწევაში დახმარების საკითხი. დახმარებისათვის წარმოდგენილ უნდა იქნეს: ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების ცნობა, დასაფლავების ხარჯის გამღები პირის განცხადება და პირადობის მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტაცია. გარდაცვლილი ვეტერანის დასაფლავების ხარჯის გამღებ პირზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.