ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

სამედიცინო კვლევა ქუთაისის ბაღებში

18 ოქტომბერი, 2018

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და შ.პ.ს ,, ქუთაისის მე-4 შერეული პოლიკლინიკის“ მხარდაჭერით ქუთაისის ბაგა ბაღებში 5-6 წლის მოზარდებში სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები ტარდება ესენია:ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ორთოპედ-ტრავმატოლოგის კონსულტაცია, სისხლში კალცის რაოდენობის განსაზღვრა და დენსიტომეტრია.

გამოკვლევა დღეს ქუთაისის მე-8 ბაგა ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდათ, აღნიშნულ პროცესს, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საკრებულოს დეპუტატი მამუკა რიჟამაძე და მე-4 პოლიკლინიკის დირექტორი ნინო ჩალაძე ესწრებოდნენ.

ქუთაისის მერის მოადგილის ნინო თვალთვაძის განცხადებით მსგავსი ტიპის კვლევები ამ ასაკობრივ ჯგუფში აუცილებელია, რადგან ყველაზე მწვავედ სწორედ ამ ასაკში ვლინდება კალცის ნაკლებობა, რამაც შესაძლოა მოზარდის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

,,ამ ასაკობრივ ჯგუფებში ხდება ნულოვანი ძვლების აქტიური ზრდა. კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში ბავშვს ჩაუტარდება დენსიტომეტრული კვლევა,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

გააზიარე