ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს

5 ნოემბერი, 2019

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპატრამენტის დაკვეთით შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 3 425 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში სულ 10 ქუჩას ჩაუტარებს რეაბილიტაციას.

გააზიარე