ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია

9 ოქტომბერი, 2020

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მუნიციპალური მომსახურების ციფრულიზაციის ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. COVID-19 და კლიმატის ცვლილებები ის მწვავე საკითხებია, რომლებიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად იქნა განხილული კონფენერენციაზე. COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველა ქვეყანამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა ციფრული განვითარებისკენ, მოქალაქეთა ყოველდღიური საქმიანობის მრავალ სფეროში. კრიზისმა დააჩქარა მუნიციპალური ადმინისტრაციული პროცესების ციფრულიზაცია. ყოვლისმომცველი და მოსახერხებელი მუნიციპალური ციფრული სერვისების მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას გახდის ეფექტურს და გამჭვირვალეს. ვირტუალური გაცვლა ურბანულ პრაქტიკოსებს აერთიანებს, რათა განიხილონ ძირითადი ტენდენციები, შესაძლებლობები და გამოწვევები, მუნიციპალური სერვისების კოორდინირებული ციფრული პლატფორმების განვითარებისა და COVID-19 აფეთქების ფონზე. საერთაშორისო გაცვლითი პლატფორმა გერმანიის ქალაქთა ასოციაციის, Deutsche Gesellschaft füр Internationale Zusammenarbeit (GIZ)-ის და Engagement Global-ის მრავალმხრივი პროექტია.

გააზიარე