ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საჩუქარი სოციალურად დაუცველი პირველკლასელებისთვის

29 სექტემბერი, 2020

ქართულ-გერმანული ურთიერთობების ცენტრმა, პარტნიორ ორგანიზაცია „ “ Majorel საქართველოსა “ და ქუთაისის მერიასთან ერთად, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს. აქციის ფარგლებში, 75 ბავშვს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ჩანთები და სხვა სასწავლო ნივთები, ასევე ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი. სპორტის სასახლეში საჩუქრების მისაღებად მისულ პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მეგრელიშვილმა და „Majorel საქართველოს“ მენეჯერმა ანა ჩაკვეტაძემ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მსგავსი აქცია ქუთაისში უკვე მეორედ მოეწყო.

გააზიარე