ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

რუსუდან მამაცაშვილი: ქუთაისის ბიზნეს ფორუმი ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია

3 მაისი, 2019

ქუთაისში, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი იმყოფებოდა. რუსუდან მამაცაშვილის თქმით დღევანდელი ფორუმი ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. "იმერეთს ტურიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეროვნული ადმინისტრაცია ძალიან ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაფუძნება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მარკეტინგული აქტივობები უფრო ეფექტურად განვახორციელოთ. ეს ორგანიზაცია ტურიზმის განვითარების მამოძრავებელი ძალა იქნება. ჩვენ მას იმედის თვალით შევყურებთ. ის არა მარტო ჩვენი ტურისტული ობიექტების ცნობადობას გაზრდის, არამედ მოიზიდავს ინვესტიციებსაც.“-განაცხადა რუსუდან მამაცაშვილმა.

გააზიარე