ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

რიგით 34-ე ბიუროს სხდომა

30 სექტემბერი, 2020

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში საკრებულოს რიგით 34-ე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.

 საკრებულოს რიგით 34-ე სხდომაზე დეპუტატები შემდეგ დღის წესრიგს უყრიან კენჭს:

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ.

 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ანგარიში 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ანგარიში 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ანგარიში 2020 წლის ცხრა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

 ახალი კორონავირუსის („COVID-19“) გავრცელების გამო, 2020 წლის პირველი ივნისიდან 2020 წლის ოცდაათი სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ ქუთაისში M1 (მსუბუქი ავტომობილები), M2 (ავტობუსები 5 ტონამდე სრული მასით) და M3 კატეგორიის (ავტობუსები 5 ტონაზე მეტი სრული მასით) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გამწევი კომპანიების ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე.

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის №61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 „თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის №15ა-ს ჩრდილოეთით), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.


 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანა „FORD TRANSIT “-ი), პირობებით პრივატიზებისათვის ელექტრონული აუქციონის წესით გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.


 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა №9-ის დასავლეთით მდებარე სკვერის ნაწილის) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საპორე ფრედოსათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.


„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე დიმიტრი ალავიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 მარტის №262 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელ,ნორმები,ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 30 იანვრის #69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "პარკინგსერვისისს" შორის 2015 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული # 28 საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული, გადაუხდ4ელი საიჯარო ქირის, დაკისრებული პირგასამტეხლოს განწილვადებისა და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

გააზიარე