ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

რიგგარეშე მე-13 სხდომა

14 მაისი, 2020

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-13 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ 8 საკითხს კენჭი  უყარეს.

საპრივატიზაციო ობიექტების გარდა დღეს დეპუტატებმა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცეს. 

კონკრეტულად კი ქუთაისის მერიის ინიცირებით, 2020 წლის სოციალურ პროგრამებში ცვლილებები შევიდა, რის შედეგედაც, გაორმაგდა რამდენიმე პროგრამის დაფინანსება: "ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარების", "ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომის" პროგრამების ბენეფიციარები, ყოველთვიურად, 100 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.

ასევე ცვლილება შევიდა "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამაშიც. ქვეყანაში COVIS-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო რომ არ შეწყდეს ქვეპროგრამა, შეზღუდვების გაუქმებამდე ბენეფიციარებისათვის დისტანციური მომსახურეობის (მოდიფიცირებული პროგრამა) მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურება მომწოდებლის მიერ შესრულებული დოკუმენტაციის (აღრიცხული ვიზიტების რაოდენობა-დამოწმებული ორგანიზაციის და მშობლის ხელმოწერით) შესაბამისად მოხდება. 

დამატებითი ფინანსების გამოყოფა სოციალური პროგრამებისთვის მერიის სამივლინებო ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვის შედეგად გახდა შესაძლებელი. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ და მერიის სხვადასხვა სოციალური პროგრამის ბენეფიციარები არიან.

გააზიარე