ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ფოტოკონკურსი „ილო“

27 ოქტომბერი, 2020

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს ყოველწლიურ ფოტოკონკურსს „ილო 2020“, რომელიც ეძღვნება ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის ხსოვნას.

  •  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს, პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს.
  •  ფოტოკონკურსის ძირითადი თემა არის „ქუთაისი“ - ფოტონამუშევრებზე ასახული უნდა იყოს ავტორის პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან - ქუთაისის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა.
  •  რუბრიკები :

• „ჩვენი ქალაქის პორტრეტები“ - მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პორტრეტული ნამუშევრები.

• „ჩემი ქალაქი“ - ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებისთვის, მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში უნდა ასახონ თავისი მშობლიური ქალაქი, მისი ინდივიდუალობა და ხასიათი.

  • კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები ( jpg ფაილში, როგორც დამუშავებული კადრები, ასევე მათი ორიგინალიც, პლაგიატის თავიდან აცილების მიზნით). ფაილები განაცხადთან ერთად უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი #3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cesykutaisi@gmail.com
  •  კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ).
  • კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ, კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება (ძირითადი კონკურსი თუ რუბრიკები).
  •  ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ფოტოს.
  • კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .
  •  გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi,
  •  საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა
  •  ჟიურის აქვს უფლება ფაილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილეობისთვის.
  •  კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  •  ფოტოკონკურსის ფარგლებში, დაჯილდოების დღეს, გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინება კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები და 50 საუკეთესო ფოტო.
  • ფოტოკონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.
  •  საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2020 წლის 27 ნოემბრიდან -12 დეკემბრის ჩათვლით.
  •  შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 17 დეკემბერს.
  •  ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია :
  •  ძირითადი კონკურსი: „ ქუთაისი“ : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.

რუბრიკები:

  •  „ჩვენი ქალაქის პორტრეტები“ : პირველი პრემია - 875 ლარი, მეორე პრემია - 625 ლარი, მესამე პრემია - 375 ლარი.
  •  „ჩემი ქალაქი“ (დაძმობილებული ქალაქებისთვის) - გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი საჩუქარი, (2021 წლის 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულზე, ამასთან, სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია).
  •  დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული, კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

ტელეფონები: 598 211 291; 579 100 200;

243739 ან ელექტრონულ ფოსტაზე cesykutaisi@gmail.com

გააზიარე