ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ფოტოკონკურს ,,ილოს" დაჯილდოვება

18 ნოემბერი, 2018

14 ნოემბერს, თიბისი გალერეაში გაიმართა ფოტოკონკურს „ილოს“ დასკვნითი გამოფენა. გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა ქალაქ ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა.
11 წლიანი ისტორიის მანძილზე, წელს კონკურსს განსაკუთრებით ბევრი მონაწილე ყავდა, მათ შორის კონკურსში ჩართული იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ალექსანდრე გერასიმენკო ბელარუსიიდან, კლაუდია ნიეძვიეძიუკი და ვოიტეკ იაჩოვსკი პოლონეთიდან, რომლებიც რუბრიკა ,,ჩემი ქალაქის" გამარჯვებულები გახდნენ. 

შემოვიდა 300-ზე მეტი ნამუშევარი და რაც მთავარია „ილო“ საერთაშორისო გახდა. მასში 60-მდე უცხოელმა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდან. სწორედ ამიტომ ტრადიციულ კონკურსს დაემატა ახალი რუბრიკა „ჩემი ქალაქი“.
ფოტკონკურს "ილო 2018" გამარჯვებული გახდა იაკობ სებისკვერაძე, II ადგილი - გიორგი ლიპარტელიანი, III ადგილი - მარია ბანძელაძე. რუბრიკაში "ჩემი ქუთაისი" გაიმარჯვა გიორგი ცხელიშვილის ნამუშევარმა.

გააზიარე