ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ნიკეას დასახლებაში სავარჯიშო მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა

25 ივნისი, 2018

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად ნიკეაზე,სამხედრო დასახლებაში  სავარჯიშო მოწყობილობები მოინახულა, რომლის სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულდა. ადგილობრივებს შეუძლიათ სპორტული სივრცით დღეიდან ისარგებლონ. ქალაქის მერის განცხადებით, წელს ქუთაისის მასშტაბით 13 სავარჯიშო მოწყობილობის დამონტაჟება იგეგმება.თითოეულის ღირებულება კი 19 000 ლარამდეა. ,,წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დავპირდით, რომ აქ სავარჯიშო სპორტული მოწყობილობები დამონტაჟდებოდა.ეს ჩვენი მხრიდან ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ემსახურება. გვინდა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შეიქმნას ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე