ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

მრავალშვილიანი ოჯახების პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია

12 იანვარი, 2021

ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თვითმმართველობის "მრავალშვილიანი ოჯახების" პროგრამაში ჩასართავად, ყოველი ახალი წლის დასაწყისში საჭიროა მრავალშვილიანმა ოჯახებმა განაახლონ დოკუმენტაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო, 15 იანვრამდე გამოცხადებულია უქმეები, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გაგრძელდა და მრავალშვილიან ოჯახებს დოკუმენტაციის წარდგენა შეეძლებათ 18 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში:

ავტოქარხნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- ავტომშენებლის ქუჩა #40; ტელ.: 0431 27 70 04

გამარჯვების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო-ბუხაიძის მე-2 მ/რნ. #32/5; ტელ.: 043127 32 28

გუმათის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- კრილოვის ქ. #2; ტელ.: 043121 16 13

ვაკისუბნის ადმინისიტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- თაბუკაშვილის ქ.#24; ტელ.: 043127 07 55

კახიანოურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო-ახალგაზრდობის გამზ. #58; ტელ.: 043122 14 45

მუხნარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- ახალგაზრდობის მე-5 შეს. #15; ტელ.: 043121 23 27

ნიკეას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- ნიკეას ქ. #42 ბ; ტელ.: 043122 08 34

საფიჩხიის ადმინისტრაციულ-ტერიტორული ორგანო-დ. კლდიაშვილის ქ. #1; ტელ.: 043124 75 99

სულხან-საბას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო- სულხან-საბას გამზ. #21; ტელ.: 043129 18 16

უქიმერიონის ადმინისიტრაციულ-ტერიტორიული ორგანო-რუსთაველის გამზ. #106ა; ტელ.: 043124 55 39

 ქალაქ- მუზეუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორული ორგანო-რუსთავლის გამზ. #3ა; ტელ.: 043124 36 07

ძელქვიანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანო-ი.ჭავჭავაძის გამზ. #4ა; ტელ.: 043122 40 32

ამასთანავე, იანვრის თვის თანხას ისინი ჩვეულებრივად მიიღებენ.

"მრავალშვილიანი ოჯახების" პროგრამაში ჩასართავად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

 1. სულადობის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებიდან.

 2. პირადობის მოწმობები- დედნები ან ქსეროასლები. ( ა. პასპორტის შემთხვევაში იუსტიციის სახლიდან სარეგისტრაციო ბარათი. ბ. თუ რომელიმე მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში მინდობილობა.)

3. ქორწინების მოწმობა ან ქსეროასლი. ( ა. თუ განქორწინებულია - განქორწინების საბუთი. ბ. თუ გარდაცვლილია რომელიმე მშობელი - გარდაცვალების საბუთი).➡️4. ბავშვების დაბადების მოწმობები- დედნები ან ქსეროასლები. ( თუ ბავშვი გარდაცვლილია - გარდაცვალების მოწმობა).

5. თუ სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმყოფება და სარეიტინგო ქულა 70 000-მდე აქვს მინიჭებული - საჭიროა ქულის ამონაწერი.

6. საბანკო რეკვიზიტები ბანკიდან.

7. თუ ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ, ამ შემთხვევაში, ზემოთაღნიშნული ყველა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ორ ეგზემპლარად.

 

გააზიარე