ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

მოედანი ავტოფარეხების ნაცვლად

10 ივნისი, 2018

ბუხაიძის N 25 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების მრავალწლიანი მოთხოვნა ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ დააკმაყოფილა. მოსახლეობამ კორპუსის ეზოში განლაგებული ძველ ავტოფარეხების აღების სურვილი გამოთქვა და სანაცვლოდ მათ ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილზე მინი სტადიონს მოუწყობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ბუხაიძის N 25 კორპუსის მოსახლეობას დღეს ადგილზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გააცნო. მისი განცხადებით ქალაქში ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის მეტი მოედანი სკვერი და რეკრეაციული ზონა უნდა არსებობდეს რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ,, ქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი უნდა იყოს. ასევე გასართობი მოედნები და მოსასვენებელი პარკები. ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებს ძალიან მალე ადგილზე ახალი მოედანი ექნება. ვფიქრობ მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთელი ქალაქი მოვიცვათ. იყოს რაც შეიძლება მეტი მოსასვენებელი ადგილი, რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას,"-განაცხადა გიორგი ჭიღავრიამ. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი უკვე დაიწყო.

გააზიარე