მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების (ნულოვანი მხედველობის) მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა
--------------------------------------------------------
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების (ნულოვანი მხედველობის) მქონე პირების სამედიცინო და სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებებში დამოუკიდებელი და უსაფთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალური ასისტენტის მომსახურება. სერვისით ისარგებლებს 50 (ორმოცდაათი) ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება 1 (ერთი) ასისტენტის მომსახურების თანხა. თითოეულ ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო/საჯარო დაწესებულებებში გადაადგილების მიზნით, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ისარგებლოს კვირაში 1_ჯერ. გაწეული მომსახურება ანაზღაურდება, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარმოდგენილი შესრულებული სამოუშაოს მიხედვით, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.