ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ჯონი არაბიძე

დაბადების თარიღი: 09.09.1957
დაბადების ადგილი: ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ელ. ფოსტა: joniarabidze@mail.ru

1979 -1980  წლებში მუშაობდა  ბათუმის ხის დამამუშავებელ კომბინატში ცვლის უფროსად.

1980-81 წლებში მსახურობდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

1982-1993  წლებში მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის საბინაო მეურნეობის სამმართველოში, უფროსის მოადგილედ

1993-1994 წლებში მუშაობდა ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებაში, მთავარ სპეციალისტად.

1994-1998 წლებში მუშაობდა  ქუთაისის მერიის სამეურნეო ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსად.

1998-2003 წლებში მუშაობდა ქალაქ ქუთაისისი მერიის სახაზინო საწარმოო „ქუთსერვისბიუროს“ დირექტორის მოადგილედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა ქუთაისის მთავრობის საბინაო საკითხებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

2006-2007  წლებში მუშაობდა შპს „ბაღის კიდე XXI“ დირექტორად.

2007-2008  წლებში მუშაობდა შპს „ქუთაისი 2006“-ის დირექტორის მოადგილედ.

2014-2017 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილედ.

2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 26 იანვრამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად.

2018 წლის 26 იანვრს დინიშნა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად.

გააზიარე