ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

5 ოქტომბერი, 2019

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ქუთაისში გალერეა „ვარლაში“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე -მერმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა გენადი მარგველაშვილმა ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ამასთან პედაგოგებმა ფულადი ჯილდოც მიიღეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გამოიყო. საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად წელს საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ა(ა)იპ კულტურულ -სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებიც დააჯილდოვეს. ჯილდო მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 80-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო.

გააზიარე