ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

8 ივნისი, 2018

ამ დროისთვის ხიდის მოაჯირების დასუფთავება და დაგრუნტვა მიმდინარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში ხიდზე ხის საფარი რკინის ფილებით შეიცვლება. ასევე,მოხდება ხიდის კონსტრუქციის გამაგრება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ალმა-რუს საქართველო" ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერეს. „თეთრი ხიდი ქუთაისის სავიზიტო ბარათია და ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, ამიტომაც ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ეს მშენებლობა“- განაცხადა ქუთაისის მერმა. სატენდერო პირობების თანახმად სამუშაოები დამკვეთმა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

გააზიარე