ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

"ქუთაისში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ტექნოლოგიური პარკი გაიხსნება"

3 მაისი, 2019

ქუთაისში, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე იმყოფებოდა. ავთანდილ კასრაძემ პანელზე, ქუთაისში ტექნოლოგიური პარკის გახსნა დაანონსა. "რაც დავაანონსეთ მომავალში, ქუთაისში გაიხსნება ტექნოლოგიური პარკი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და როდესაც პირველივე შენობები აშენდება, იქვე განთავსებული იქნება ტექნოლოგიური პარკი. ეს რა თქმა უნდა დამატებითი შესაძლებლობაა ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპირებისთვის, რომ იმუშავომ ერთის მხრივ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში და ასევე მთელი სერვისები ქონდეთ, რაც სტარტაპების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია"- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

გააზიარე