ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300 ან 595250309

ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა გადაეცა

2 დეკემბერი, 2018

ქუთაისის მერმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან და იმერეთის ვიცე გუბერნატორ, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალა მიუტანა. სტიქიამ ქუთაისში სულ 200-მდე სახლის სახურავი დააზიანა. ყველა მათგანს გადასახური მასალა გადაეცემა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაღალსართულიან კორპუსებს არა მარტო გადასახური მასალა გადაეცემა, არამედ მთლიანად დაფინანსდება სამონტაჟო სამუშაოებიც, ხოლო კერძო სახლების დაზარალებულ მეპატრონეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ მასალები.

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. აღნიშნული პროცესი ორ დღეში დასრულდება. სტიქიამ ქუთაისი ორი დღის წინ მნიშვნელოვნად დააზარალა. ამ დრომდე ქუთაისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება შექმნილია საგანგებო შტაბი.

გააზიარე