ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში სახელოვნებო და მუსიკალური სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

30 ივნისი, 2020

ქუთაისში სახელოვნებო და მუსიკალური სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო. ქალაქის პირველ, მეორე და მესამე სამუსიკო სასწავლებლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება. პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლაშიც. ხელოვნების სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის 370000 ლარზე მეტია გამოყოფილი. გარემონტდება როგორც ფასადი, ასევე შეიცვლება შიდა ინფრასტრუქტურაც. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ სამუსიკო სკოლებსაც: დამონტაჟდება განათების, წყალგაყვანილობის და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები. სამუსიკო სკოლების რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ლარი იხარჯება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "კოდორი 2014" ასრულებს.

გააზიარე