ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

15 სექტემბერი, 2020

ქუთაისში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად. გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოებას.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების, სკვერებში არსებული ატრაქციონების და ქუჩებში განთავსებული ბანკომატების დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.
სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
„ქუთაისში უკვე გვაქვს კორონავირუსით დაინიფიცირების ათეულობით შემთხვევა და შესაბამისად, ვამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებსაც. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს.“ - აცხადებს დავით ერემეიშვილი.
სადეზინფექციო სამუშაოებს ასრულებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება

გააზიარე