ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11 აპრილი, 2019

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.საფეხმავლო ბილიკების მოწყობასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, წყალმომარაგების კომპანია ადგილზე მაგისტრალურ თუჯის მილებს ამონტაჟებს.

სამუშაოებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე იუზა უგულავა გაეცნენ. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. 
ქუჩის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.სახელშეკრულებო პირობების თანახმად, პროექტი აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს..

,,ქალაქის მასშტაბით წელს 20-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქში გზების პრობლემა დროულად გადავჭრათ. ასევე, აქტიურად ვაკონტროლებთ სამუშაოების ხარისხს."-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე