ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი, 2019

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქუთაისში. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა, ვეტერანებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვეტერანები რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს, ქალაქის პირველმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს.

ქუთაისში სულ 16 ვეტერანია, რომლებსაც მერია ფულად დახმარებას გაუწევს.

" დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს. 9 მაისი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ომის სიმწარეც და ამ გამარჯვებით მიღებული მშვიდობის ყადრი. სწორედ ამიტომაც ყოველ 9 მაისს ჩვენ დიდი პატივით ვეგებებით ომის ვეტერანებს და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ვულოცავთ. აქვე პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან ჩვენ ტრადიციულად ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ომის მონაწილეებს და მათ ოჯახებს"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე