ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის ელჩი იმყოფება

1 მარტი, 2019

პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის, პოლონეთის კულტურის სამინისტროს და სენატის, ასევე ვარშავის უნივერისტეტების წარმომადგენლები, ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.

დელეგაციის წევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს შავლეგო ტაბატაძეს, ქუთაისის მერის მოადგილეს ნინო თვალთვაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას შეხვდნენ.

მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს და ურთიერთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრამდე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, კატინის გამოფენა დაიხურა.

მოგვიანებით დაგეგმილია სტუმრების ვიზიტი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა.

ხვალ კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაგეგმილია პროფესორ სულეიას წიგნის "Jozef Pilsudski"-ს პრეზენტაცია.

გააზიარე