ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში ნიკეას მე-2 შესახვევის და ფხაკაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

31 ოქტომბერი, 2018

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. ქალაქის მერთან ერთად სამუშაოები მერის მოადგილეებმა გიორგი იობაშვილმა და იუზა უგულავამაც დაათვალიერეს. ქუთაისის მერმა თეთრი ხიდის სამუშაოები მოინახულა ასევე  ნიკეას მე-2 შესახვევი რომლის რეაბილიტაციაც უკვე მთლიანად დასრულდა. ასფალტის საფარის გარდა მოწესრიგდა სანიაღვრეები და ტროტუარები. უახლოეს ხანში შესაბამისი სამსახურები ქუჩის დაზახვის სამუშაოებს შეასრულებენ. დღესვე ფხაკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება, სადაც ბეტონის საფარი დაიგო. ფხაკაძის ქუჩის რეაბილიტაციას კომპანია ,,ჯეო როუდ ინვენსტი.ახორციელებს, რომლის ღირებულება 86 000 ლარია. რაც შეეხება ნიკეას მე-2 შესახვევს, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩას უერთდება სამუშაოებს კომპანია გზამშენი 21-ე საუკუნე ასრულებს პროექტი 147 000 ლარის ღირებულებისაა.

გააზიარე