ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

18 ოქტომბერი, 2020

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ შენობებში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრებენ. „დევნილებით კომპაქტურად დასახლებული რამდენიმე შენობა მოვინახულეთ, შევხვდით ადამიანებს, რომლებიც დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ისინი უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდებიან ბინებით, საგანგებოდ მათთვის ახლადაშენებულ კორპუსებში. ჩვენი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა. ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა გადაეცემათ.

გააზიარე