ცხელი ხაზი:0(431)31 06 00 ან 1300

ქუთაისში მაკდონალდსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

6 სექტემბერი, 2018

ქუთაისის მერია აგრძელებს სკვერების მოწყობას იმ ადგილებშიც კი, სადაც წლების განმავლობაში არ მომხდარა მწვანე ზოლის მოწესრიგება და განვითარება. ჭავჭავაძის გამზირზე N 37-თან მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე მიმდინარეობს გამწვანების წინა მოსამზადებელი სამუშაოები.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ნიადაგი მზადდება, სადაც შესაბამის სეზონზე მწვანე ნარგავები განთავსდება.

,,ჩვენ მოსახლეობას დავპირდით რომ ქალაქში სკვერების გასხვისების და ადგილზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პრაქტიკა დასრულდებოდა. ქალაქს სჭირდება ბევრი სკვერი და მეტი მწვანე ზოლი. ამ დაპირებას მოსახლეობას აუცილებლად შევუსრულებთ. უკვე მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე ნიადაგის მომზადება და მალე მწვანე ზოლიც მოეწყობა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა

 
გააზიარე