ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა №37-ში მოსახლეობას გადასახური თუნუქის მასალა გადაეცა

26 მარტი, 2020

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა №37-ში მოსახლეობას გადასახური თუნუქის მასალა გადაეცა

 ქუთაისის თვითმმართველობა აგრძელებს ბიუჯეტის სპეციალური პროგრამიდან იმ მოსახლეობის დახმარებას, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევების გამო დაზარალდნენ.

აღნიშნულ კორპუსში მიმდინარე წლის იანვრის თვეში ხანძარი გაჩნდა და კორპუსის სახურავი დაზიანდა.

„ ამ რთულ პერიოდში არცერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ უნდა იგრძნოს , რომ თვითმმართველობის ორგანოები მათზე არ ზრუნავენ. ამ კორპუსის მობინადრეებს ხანძარმა სახოვრებლის სახურავი დაუზიანა. მათ დახმარებისთვის მერიის შესაბამის სამსახურს მიმართეს და სპეციალური პროგრამიდან გადასახური მასალა გამოეყოთ, რომელიც დღეს მოვუტანეთ“ - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. ბინის ამხანაგობამ დახმარების სახით 1100 კვადრატულ მეტრზე მეტი სპეციალური გადასახური მასალა მიიღო.

გააზიარე