ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2019

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანი სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. დამონტაჟდება ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის ბადეები.

სამუშაოებს , რომლის ღირებულებაა 42 ათასი ლარი, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,თეგიკა უნივერსალი" ასრულებს. მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია , მერის მოადგილეები დავით ერემეიშვილი და იუზა უგულავა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელეონორა არჩაია გაეცვნენ.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მოედნების რეაბილიტაციას. წელს, ქალაქის მასშტაბით, 12 მოედანი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აჭარბებს. რამდენიმეს აღვადგენთ, ნაწილი კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით მოეწყობა"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 12-ვე მოედნის მოწყობას დეკემბრის ბოლომდე დაასრულებენ.

გააზიარე